logo
ENG



"ხელკეტი და ელექტროშოკი" - ნათესავის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

04 მაი 202309:37
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ნათესავის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

"თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა